მუსიკალური კლუბის ,,მომისმინე და აღმაფრთოვანე" წესდება ბ რ ძ ა ნ ე ბ ა 2018 წლის 28 სექტემბერი სსიპ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სოფ. კორბოულის მე-2 საჯარო სკოლის ბაზაზე მოსწავლეთა საკლუბო მუშაობის ჩამოყალიბებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ.
,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით:
1. ჩამოყალიბდეს მუსიკალური კლუბი.
2. დამტკიცდეს მუსიკალური კლუბის წესდება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი N1
მუსიკალური კლუბის წესდება
1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მუსიკალური კლუბის სტატუსი.
1. მუსიკალური კლუბი (შემდგომში კორბოულის მე-2 საჯარო სკოლის მუსიკალური კლუბი)
არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
მუსიკალური კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებას და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
2. კლუბის მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით.
3. კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კლუბს აქვს წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ-გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობა
კლუბის დევიზი: ,,მომისმინე და აღმაფრთოვანე"
კლუბის მიზანია:
ა) მუსიკალური განვითარება
ბ) მოტივაციის ამაღლება
გ) მუსიკის მოსმენის კულტურის და ანალიზის უნარის განვითარება.
კლუბის წევრთა უფლება-მოვალეობანი:
კლუბის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება ,, ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ გაასაჩივრონ სკოლის ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.
კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის აზრს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კლუბის სტრუქტურა
კლუბის სტრუქტურა: მოსწავლეები, ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, მშობლები.
ლიდერი მოსწავლე
არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით 1 წლის ვადით, ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.
კლუბის კურატორი მასწავლებელი
არის სკოლის პედაგოგი, მისი კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ მოსწავლესთან ერთად 1 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.
დამხმარე მშობელთა ჯგუფი
1 წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს საკლუბო მუშაობის წარმართვაში.
დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა შვილები კლუბის აქტიური წევრები არიან.
ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:
ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას
ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს კლუბის წევრებთან
გ) საჭირო ინფორმაციას აწვდის კლუბის წევრებს
დ) ორგანიზებას უწევს საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო-ვიდეო და ბეჭდური მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად
კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას:
საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე / პირად ბლოგზე განათავსებს:
კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
კლუბის წესდება;
კლუბის სამუშაო გეგმა;
განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
საკლუბო მუშაობის პრიოდში:
სკოლის ვებ-გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან პერსონალურ გვერდზე, ეტაპობრივად ატვირთავს:
საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას
საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს:
რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ) რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად; რომელი ვერ განხორციელდა და რატომ
გ) რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ) რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა?
ე) რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ვ) მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
ზ) რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას?
მოსწავლეებისა და მშობლების შეფასებას.

Comments
Post a Comment